ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით სანქციების შემოღების შემდეგ ისვე როგორც სხვა ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად, პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლებიც დაჯარიმდებიან.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა ტაქსის მძღოლებისთვის პირბადეების გამოყენების გარდა ასევე გაიცემა რეკომენდაციები რომლის მიხედვითაც მგზავრები მანქანის უკანა სავარძელზე დასხდებიან და ფანჯრები იქნება ჩაწეული რათა მოხდეს ბუნებრივი ვინტილაცია.
შეგახსენებთ, რომ პარლამებტი კანონპროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და სხვა უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს.