ტაქსის მძღოლები ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის წინ განთავსებულ სადგომზე შესაბამისი ტრაფარეტის აღებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი აქ წლებია არიან და ადგილის დატოვებას არ აპირებენ. თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის სატრანსპორტო სამსახურთან მუშაობა მიმდინარებს, მანამდე კი ტაქსის მძღოლებს იმ ტერიტორიაზე შეუძლიათ ყოფნა, სადაც დაშვებულია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში ტაქსის მძოლებთან ერთად შეხვედრაა დაგეგმილი.