თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, 2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან ტაქსების უნებართვოდ საქმიანობა დასჯადი იქნება. მისივე თქმით, ჰიბრიდულ და ჩვეულებრივ ავტომობილებზე ერთჯერადი ტაქსის ნებართვა, რომელიც მძღოლმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს, დაახლოებით, 50-დან 100 ლარამდე ეღირება. ამასთან, ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, რომ ყვითელი მანიშნებელი ნიშანი მანქანის სახურავზე განათავსოს.
ამასთან, როგორც ბითაძემ აღნიშნა, 2019 წლის ბოლოდან უკვე ტაქსების ერთიან ვიზუალთან დაკავშირებული მოთხოვნებიც ამოქმედდება.