ქუთაისში ტაქსის მძღოლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. მძღოლები საწვავის ფასის მატებას აპროტესტებენ, რასაც მგზავრობის საფასურის მატება უნდა მოჰყვეს. ამ ეტაპზე ტარიფი ქუთაისში მოქმედ არც ერთ ტაქსის კომპანიას არ გაუძვირებია, თუმცა მათი წარმომადგენლები ღირებულების მატებას არ გამორიცხავენ.ამ დროისთვის ქუთაისში ტაქსის კომპანიების მომსახურება 1 კილომეტრზე 70 თეთრს შეადგენს