ტაქსის მძღოლების აქცია აგრარული უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილისსახლისკენ დაიძრა. ტაქსის მძღოლების მოთხოვნაა იმ რეგულაციების გაუქმება, რაც მათ ავტომობილის თეთრად გადაღებვას ავალდებულებს. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.
აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, მანქანების გადაღებვა აღარ მოუწიოთ და მათ ავტომანქანაზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.