აღმაშენებლის ხეივანში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მედიისთვის განცხადება გააკეთეს.
როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი, არჩილ არჯევანიძე აცხადებს, მათი მთავარი მოთხონა ამ ეტაპზე არის ის, რომ "ბე" კაგეგორიის ავტომობილების მძღოლებს ტაქსის ტრაფარეტის ტარების უფლება დართონ, რათა ქუჩიდან მგზავრის აყვანის უფლება ჰქონდეთ. "ბე" კატეგორიის ტაქსებს ავტომანქანის თეთრად გადაღებვა არ ევალებათ, თუმცა ისინი ტაქსის ტრაფარეტით ვერ იმოძრავებენ.
საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, დღეს რუსთაველზე, 15:00 საათზე დაგეგმილი აქცია ძალაში რჩება და მას საინფორმაციო ხასიათი ექნება.