ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე, 10 აგვისტოს მდგომარეობით, თეთრად გადაღებვის და ფირის გადაკვრის 2610 ვაუჩერია გაცემული, - ამის შესახებ პალიტრანიუსს შესაბამისი მომსახურების გაწევაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს “ალმას“ დირექტორმა, გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა. ტრაპაიძის ინფორმაციით, 7 აგვისტოს მონაცემებით, განაღდებულია 994 ვაუჩერი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ამ დროისთვის თბილისში მოძრავი ლიცენზირებული ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას. ლიცენზია თბილისში 31 784 მძღოლს აქვს აღებული.