თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები უნდა განიხილონ. როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თამჯოდმარემ ლევა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციების პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა. ახალი რეგულაციები 2019 წლის ოქტომბრიდან შევა ძალაში და იქნება ორი კატეგორიის ლიცენზია - ა და ბ კატეგორიის. ა კატეოგორიის ლიცენზია ითვალისწინებს, რომ ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, აუცილებლად მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი, ასევე 2019 წლიდან შემოდის ტექდათვალიერება და ეს უნდა ჰქონდეთ გავლილი. ასევე ტაქსისტები ისარგებლებენ უფასო საპარკინგე ადგილებით და ტაქსისტები, რომლებიც ელექტრომობილებით ახორციელებენ ტაქსის სერვისს, სრულად გათავისუფლებული იქნებიან ნებისმიერი ტიპის საპარკინგე ადგილზე გადასახადისგან. ასევე იქნება ბ კატეგორიის ტაქსი, რომელზეც ფერის მოთხოვნა არ ვრცელდება, ისინი ვალდებულები იქნებიან მხოლოდ გამოძახებებზე იმუშაონ