ტაქსებში მრიცხველის დამონტაჟება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ვალდებულება ტაქსით მომსახურების რეგულაციის მე-3 ეტაპის ფარგლებში, დაახლოებით 3 წლის შემდეგ ამოქმედდება.
ამასთან, რეგულირების ფარგლებში, ტაქსის მძღოლს საქმიანობისთვის რეგისტრაცია და შესაბამისი ნებართვის აღებაც დასჭირდება. ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება მგზავრთა გადაყვანის დროს იქონიოს სანებართვო ფორმა, რომელიც გაკრული უნდა ჰქონდეს მანქანაში. ამ ფორმაზე იდენტიფიცირებული იქნება ნებართვის ნომერი, ადამიანის სახელი და გვარი.
ცნობისთვის, საქმიანობის ნებართვისთვის ტაქსის მძღოლებს ერთჯერადად - ე.წ. ფურცლის საფასურის გადახდა მოუწევთ, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელებისთვის კი ეს გადასახადი ბევრად ნაკლები იქნება.