"ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყება" - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ხმალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებულია კომპანია "ალმა". თავდაპირველად აუქციონთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიისთვის ამ უფლების გადაცემის გადაწყვეტილება მერიამ იმიტომ მიიღო, რომ დამატებითი ხარჯი ოჯახებს არ დაკისრებოდა. თავის მხრივ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ კომპანია "ალმა", რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მანქანებს რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადაუღებავს.