ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის პროცესი დაიწყო - Palitra News

ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის პროცესი დაიწყო

2019-07-03 13:12:25+04:00

დედაქალაქის მერი კახა კალაძის განცხადებით 10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე, სადაც ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით, მისივე თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი. შედეგად, ამოქმედდება ორი კატეგორიის ნებართვა, A და B კატეგორია.