ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. პრეზენტაციის დროს საუბარი იქნება პარტიის სამომავლო გეგმებზე, ასევე ცნობილი გახდება თუ ვინ იქნებიან პარტიის წევრები. თაკო ჩარკვიანი პარტიის შექმნის შესახებ საუბრისას აცხადებდა, რომ ძირითადი მიმართულება ანტიკორუფციული საქმიანობა იქნება. მისივე თქმით, პარტია იდეის გარშემო ერთიანდება.