„ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი ,"ბოკერია- ბურჯანაძის" პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის, არა! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
ჩარკვიანი გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ის არის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს - ბოკერია. მისივე თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ პირველი ჩვენება ბურჯანაძემ მისცა, რომელიც ჩარკვიანის თქმით, „პოლიტიკური გვამია და აქციებით "გაცოცხლებას" ლამობს”.