პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი თებერვლის ბოლომდე ახალ პარტიას სახელწოდებით "კანონი და სამართალი" დააფუძნებს. როგორც თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსს განუცხადა, პარტიის პრეზენტაციის თარიღი და პროგრამა ზუსტდება. მისივე თქმით, პარტიის პირველი მიზანი იქნება კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისად, ანტიკორუფციული გეგმის შემუშავება. ჩარკვიანის ინფორმაციით, მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის გამტარებელი პარტია ორიენტირებული იქნება რეგიონულ განვითარებაზე.