ინდოეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქ აგრაში მდებარე თაჯ-მაჰალის ტაძარი დღეს აღარ გაიხსნება. მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება აგრაში კორონავისურის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღო.
"საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ აგრაში მდებარე ძეგლების გახსნა ჯერჯერობით მიზანშეწონილი არ არის", - ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თაჯ-მაჰალის ტაძრის გახსნას ინდოეთში 6 ივლისიდან აპირებდნენ. ტაძარი კორონავირუსის ეპიდემიის გამო სამი თვეა დაკეტილია.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, 5 ივლისს კორონავირუსის რეკორდული დღიური მატების - 24 850 ახალი შემთხვევის და 600-ზე მეტი გარდაცვლილის შესახებ განაცხადა.