ტაივანის ჩრდილოაღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სუაოს პორტის ტერიტორიაზე ხიდი ჩაინგრა და რამდენიმე სათევზაო ნავს დაეცა. ნავებზე მეთევზეები იმყოფებოდნენ, სულ მცირ ცხრა მათგანი შემთხვევს შედეგად წყალში გადავარდა, შვიდი უკვე ამოიყვანეს. მათგან 6 სერიოზულადაა დაშავებული.
გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ადამიანის სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ოპერაციაში სამხედროები და საზღვაო ქვეითებიც არიან ჩართული. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე ნავთობტანკერი გადაჰქონდათ. თუ რა გახდა ხიდის ჩანგრევის მიზეზი უცნობია.