09:48
11 დეკემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
ტაილანდში გამოქვაბულში ჩარჩენილი 13 ადამიანიდან ორის გამოყვანა მაშველებმა უკვე მოახერხეს
08-07-2018

ტაილანდში მაშველებმა ქხაო ლუანგის გამოქვაბულიდან 13 ადამიანიდან ორის ამოყვანა უკვე შეძლეს, რომლებიც იქ ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ორი ბიჭი პირველები აღმოჩნდნენ, რომლებიც მიწისქვეშეთიდან მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს. მათ ამისთვის 4 კილომეტრის გადალახვა მოუწიათ, რომ გამოქვაბულისგან თავი დაეღწიათ.

ასობით სამხედრო მოსამსახურე, მაშველები და მოხალისეები ქხაო ლუანგის გამოქვაბულის რაიონში მუშაობენ, სადაც იქ ბლოკირებული 12 ბავშვის და მათი საფეხბურთო მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის ყველა იმ ბუნებრივი წყალსადინარის გადაკეტვა მიმდინარეობს, რომლებიდანაც მთიდან ჩამომავალი წვიმის წყალი გამოქვაბულში ხვდება. 10-15 ადამიანისგან შემდგარი ბრიგადები წყალსადენების გადასაკეტად მთებში მუშაობენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები