09:53
18 თებერვალი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ტაილანდში პერსონალის გარეშე პირველი მაღაზია გაიხსნა
12-02-2019

ტაილანდის ქალაქ ფხუკეტში ქვეყნის უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა AIS-იმ (ეი აი ეს) მაღაზია პერსონალის გარეშე გახსნა. ამის შესახებ გაზეთი Bangkok Post-ი (ბანგკოკ პოსტ) იტყობინება.

გამოცემის ცნობით, კომპანიამ ამ მაღაზიის შექმნაზე 20 მილიონი ბატი ანუ დაახლოებით, 635 ათას 800  დოლარი დახარჯა. მასში არ არის რიგები, არ არის პერსონალი და არც ნაღდი ფულია საჭირო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ახალ მაღაზიაში  „რობოტი ლიზა“ მუშაობს, რომელიც  ხელოვნური ინტელექტით იმართება და კლიენტებს  წარმოდგენილ მომსახურებაზე ზოგად ინფორმაციას აწვდის.

კომპანიაში აცახდებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მომსახურების დანერგვას ისინი სხვა მაღაზიებშიც გეგმავენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები