ტაილანდში ქალაქ კრაბის სანაპიროზე ექვსი ტურისტი დააკავეს. ისინი შიშვლები ტანსაცმელის გარეშე ბანაობდნენ, რის გამოც ადგილობრივების ყურადღება მიიქციეს. როიტერსის ცნობით, ტურისტებს შორის ხუთი ქალი და ერთი მამაკაცი იყო. პოლიციას ერთ-ერთმა გამვლელმა დაურეკა. ინციდენტი ტურისტებისათვის პოპულარულ ადგილას მოხდა. დაკავებულებს შორის ბრიტანელი, ესპანელი, იაპონელი და ავსტრალიელი ტურისტები არიან. მათი ასაკი 17-დან 20 წლამდეა. როგორც ცნობილია მათ უხამსი ქცევისთვის დააჯარიმებენ.