06:15
24 იანვარი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ტაილანდში 3D ზებრა-გადასასვლელები გამოჩნდა
04-12-2019

ტაილანდში ზებრა-გადასასვლელები დახატეს, რომელიც ოპტიკურ ილუზიას ჰქმნის, რომ თითქოს მასზე ბავშვები გადადიან. გადასასვლელები მოხალისეთა ჯგუფის ნამუშავარია, რომელთაც სურთ გზები ფეხით მოსიარულეთათვის უფრო უსაფრთხო გახადონ.

ერთ-ერთი მსგავსი ზებრა-გადასასვლელი ბანგკოკის გარეუბანში ერთ-ერთ სკოლასთანაა მოწყობილი. პროექტი ტაილანდის მთავრობის შემნახველმა ბანკმა დააფინანსა.

მსგავსი გადასასვლელი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კიდევ 6 სკოლასთან და სალოცავთან მოეწყო.

ტაილანდის ეროვნული ჯანდაცვის უსაფრთხოების ოფისის ცნობით, ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ავტომობილის შეჯახების შედეგად 900 ადამიანი დაიღუპა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები