11:48
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ტაილანდის ხელისუფლებამ უცხოელ ტურისტებს შესაძლოა, გადასახადი დაუწესოს
13-05-2020

ტაილანდის ტურიზმისა და სპორტის სამინისტრო უცხოელი ტურისტებისთვის მოსაკრებლის დაწესებას განიხილავს. საუბარია, დაახლოებით, 9 დოლარზე. გადასახადის გადახდა მოუწევს ყელა იმ უცხოელს, რომელიც ქვეყანაში საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო გზით შევა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Bangkok Post-ი სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული გადასახადი არის 20-წლიანი ეროვნული გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ორგანოებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი შემოსავალი, რათა შეინარჩუნოს ეროვნული ეკონომიკის სტაბილიზაცია.

გადასახადიდან შესული თანხის აკუმულირება მოხდება სამინისტროს მიერ მართულ ტურიზმის ფონდში, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის საქმიანობის აღდგენასა და განვითარებას, ასევე ტურისტების უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფას.
გადასახადი ავიბილეთების ღირებულებაში შევა თუ ცალკე მოსაკრებელი იქნება, ჯერ-ჯერობით უცნობია.

მედიის ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი გადასახადი 2020 წლის მე-4 კვარტლისთვის დაწესდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები