14:24
14 აგვისტო, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ტაილანდის დედაქალაქში ექვსი ბომბი აფეთქდა
02-08-2019

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სამ რაიონში ექვსი ბომბი აფეთქდა, მეშვიდე ასაფეთქებელი მოწყობილობა კი აფეთქებამდე აღმოაჩინეს. აფეთქებები დაემთხვა მსხვილ საერთაშორისო ფორუმს. ბანგკოკში მიმდინარეობს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოებიდან მაღალი დონის სტუმრები, მათ შორის ჩინეთისა და აშშ-ის დელეგაციები ესწრებიან. ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხელმძღვანელობს. აფეთქებები თითქმის ერთდროულად განხორციელდა ადგილობრივი დროით 9-დან 10 საათამდე. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, ოთხი ადამიანი დაშავდა და ისინი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პრაიუტ ჩან-ო-ჩა ინციდენტებს „ტვიტერით“ გამოეხმაურა. „მინდა დავგმო ის ადამიანები, რომლებიც ანგრევენ მშვიდობას და ზიანს აყენებენ ქვეყნის იმიჯს“, - დაწერა პრემიერმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

AutoPlay
19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
რუსეთში კორონავირუსის 5 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 114 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და პანიკის საფუძველი არ არის
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6-ის წყარო ლენჯერია
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
თამარ გაბუნიას განცხადებით, საკვებით, მათ შორის, გაყინული პროდუქტით კორონავირუსი არ გადადის
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორს ხვდება
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები