ცოცხალ ყვავილებზე მოთხოვნა, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში იზრდება. ყვავილების ძირითადი ნაწილი იმპორტირებულია და ისინი უმეტესად ჰოლანდიიდან, ამსტერდამიდან და ეკვადორიდან შემოდის. თუმცა ყოჩივარდებითა და მინდვრის ყვავილებით, ბაზრები, ადგილობრივი სათბურებიდან მარაგდებიან. რეალიზატორები ამბობენ, რომ ფასი ერთ თაიგულზე 3 ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში 3 ათას ლარსაც კი აჭარბებს. მათივე თქმით, ყვავილებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, ქვეყანაში 292 ათასი დოლარის ღირებულების 100 ტონა ყვავილი შემოვიდა. აქედან 21,9 ტონა კენიიდან იყო. 57,2 ტონა თურქეთიდან. 8,5 ტონა ეკვადორიდან. 7,2 ტონა სომხეთიდან. 2,6 ტონა ნიდერლანდებიდან, ხოლო 2,5 ტონა ირანიდან.