18:36
18 ნოემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ტაიგერ ვუდსი ყველაზე მდიდარი ათლეტების სიაში მეორეა
06-05-2019

გოლფის ცოცხალი ლეგენდა, ტაიგერ ვუდსი კვლავ მსოფ-ლიოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა - 2008 წლის შემ-დეგ პირველად მეიჯორი მოიგო და ოგასტაში მასტერსის გამარჯვებული გახდა. თაყვანისმცემლებს აღარ ჰქონდათ იმედი, რომ ზურგის დაზიანებების გამო სპორტსმენს გოლფის მინდორზე კვლავ იხილავდნენ. მოგების შედეგად კი ერთ-ერთმა ყვე-ლაზე მდიდარმა სპორტსმენმა 1.6 მილიონი ფუნტი მიი-ღო.

"ფორბსის" 2016 წლის მონაცემებით, ვუდსის ქონება 740 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 115 მლნ დოლარი მან ტურ-ნირების მოგებებით, დანარჩენი თანხა კი - სარეკლამო გა-რიგებებით გამოიმუშავა. ის მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი სპორტსმენია, პირველი ადგილი სიაში კალათბურთის ლეგენდას, მაიკლ ჯორდანს უკავია.

ვუდსს ჰქონდა მომგებიანი გარიგებები ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის „ნაიკი“, „ტეილორ მეიდი“, „ბრიჯსტოუნი“ და „მონსტერ ენერჯი“. 2017 წლიდან სარეკლამო გარიგე-ბების შედეგად მან 42 მლნ დოლარი გამოიმუშავა. მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის სკანდალური იყო. 2004 წელს ელინ ნორდეგრენზე დაქორწინდა, თუმცა წყვილი 2010 წელს დაშორდა - მიზეზი სპორტსმენის მუდმივი ღალატი იყო. 2017 წლიდან ის ამერიკელ ერიკა ჰერმანს ხვდება.

AutoPlay
სამხრეთ სუდანელი გმირი ექიმი, რომელიც 200 ათას პაციენტს ემსახურება და კვირაში 58 ოპერაციას ატარებს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
როგორი იქნება "ჭკვიანი ქალაქი" ტორონტოში?
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გაეროს ცნობით, გლობალური დათბობის შესაჩერებლად 12 წელი დარჩა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ვიეტნამში გადაშენების პირას მყოფი ცხოველი შენიშნეს, რომელიც ბოლოს 1990 წელს არის დაფიქსირებული
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
იტალიის სკოლებში კლიმატური ცვლილებების შესწავლა სავალდებულო გახდება
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ბავშვებს, ვინც ელექტრონულ მოწყობილობებს, დღეში ერთ საათზე მეტხანს იყენებენ, ტვინის ნაკლებად განვითარებული სტრუქტურები აქვთ - კვლევის შედეგები
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები