ყვარელში, "კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის" დირექტორი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულმა მოქალაქეს მოტყუებით "ილიას ტბისა" და მისი მიმდებარე სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფა დაჰპირდა, რაც მის უფლებამოსიებაში არ შედიოდა. აღნიშნული პირობის სანაცლოდ მან მოქალაქეისგან 700 ლარი მიიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.