23:35
1 ივლისი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
დილის პალიტრა
თაფლივით ტკბილი და სასარგებლო პროდუქცია "ბარამბოსგან"
23-06-2022

პროექტი მართლაც დაიწყო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, 2009 წელს, სოფელ ნატახტარში ქართული შოკოლადის და ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია "ბარამბო" გაიხსნა. 9 ჰექტარზე გაშენებული, ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური საწარმო 8 თვეში აშენდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაზარზე ისევ გამოჩნდა ადგილობრივი წარმოების შოკოლადი და კარამელი.

კომპანიაში პროდუქციის ხარისხის კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე მიმდინარეობს. მკაცრად კონტროლდება ნედლეული. გამოშვებული პროდუქცია კი მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მოწმდება, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით. კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ არის სადისტრიბუციო ქსელიც.

"ბარამბო" მსოფლიოს 13 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. თუმცა, კომპანიის სამომავლო გეგმები, კიდევ უფრო მასშტაბურია. სტრატეგია უცვლელი - მუდმივი სიახლე. სიახლეებისთვის კი "ბარამბოს“ 500-მდე თანამშრომელი ზრუნავს.

კომპანიის სახელწოდება სულხან-საბა ორბალიანის „ლექსიკონი ქართულიდან“ დაერქვა, რომელიც ფუტკართ მოლს ნიშნავს. ადგილი, სადაც შრომისმოყვარე ფუტკრები თაფლს ამზადებენ. "ბარამბო" ზედმიწევნით ამართლებს თავის სახელწოდებას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ ადამიანი ამზადებენ თაფლივით ტკბილსა და სასარგებლო პროდუქციას წარწერით - Made in Georgia

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები