პროტესტის აქცია ზესტაფონში - სოფელ პირველ სვირში მცხოვრებლები ხელისუფლებას პირუტყვისთვის განკუთვნილი სოფელის საძოვარების გაყიდვაშია ადანაშაულებენ. როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს,მათ არ აქვთ შესაძლებლობა პირუტყვი მინდორში გაიყვანონ, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო ბიზნესმენებმა სხვადასხვა ობიექტები განათავსეს.ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. სოფლის გამგებელი კი აცხადებს, რომ ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, პრობლემის მოგვარება კი ადგილობრივ გამგეობას არ შეუძლია, რადგან ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა.