ბელარუსი ოპოზიციონერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, მშვიდობიანად წასვლის შემთხვევაში, პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ.
კითხვაზე, მისცემენ თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკოს უსაფრთხოების გარანტიებს იმ შემთხვევაში, თუკი ის მშვიდობიანად გადადგება, ტიხანოვსკაიამ უპასუხა, რომ ლუკაშენკო „უსაფრთხოების გარანტიებზე მეტსაც მიიღებს". მისივე თქმით, ეს ყველაფერი განიხილება და ყველა ადამიანის მოსაზრება გათავლისწინებული იქნება.