ბელარუსის ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სიტყვით მიმართავს. როგორც მის პრესსამსახურში აცხადებენ, ტიხანოვსკაია გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ვიდეოხიდის საშუალებით სიტყვით 4 სექტემბერს გამოვა, ხოლო 8 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს. ტიხანოვსკაია უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ესტონეთმა მიიწვია.
პრესსამსახურის განმარტებით, ტიხანოვსკაია საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს, რომ პატივი სცენ ბელარუსის სუვერენიტეტს და ბელარუსი ხალხის ნებას. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე შეხვედრებისას ტიხანოვსკაია ხაზს გაუსვამს ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების მშვიდობიან ხასიათს და განმარტავს, რომ კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო გზა მოლაპარაკებებია.
შეგახსენებთ, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი.