კომპანია "სვანეთი ჰიდრომ", რომელიც მესტია ჭალა ჰესს აშენებს, მესტიის პირველ საჯარო სკოლაში სააქტო დარბაზი თანამედროვე სივრცედ მოაწყო და საზეიმოდ გახსნა. ახალი სააქტო დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მესტიის ყველა სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. "სვანეთი ჰიდრო" მესტიის მოსახლეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად, სხვადასხვა მიმართულების სოციალური პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.