მთავრობა სვანური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს. დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადებულია.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი მილიონ 500 ათასი ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დაბა მესტიის ლაღამის უბანში იგეგმება მათ შორის - 1 ეკლესიის, 11 სვანური კოშკისა და 36 ფონური საცხოვრებელი სახლის; ხოლო უშგულის თემში - 20 სვანური კოშკის რეაბილიტაცია.