მესტიაში, სოფელ ბეჩოში, ადიდებული მდინარიდან მამაკაცი გამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, მამაკაცი ადიდებული მდინარიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა, რის გამოც მაშველების დახმარება დასჭირდა.სამაშველო ოპერაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფმა ვერტმფრენით ჩაატარა.