ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება.
მინისტრის თქმით, ინფიცირების დეტალური სტატისტიკა არ იძლევა საფუძველს, რომ რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს. იგეგმება მიზნობრივი გაფართოებული ტესტირებაც.
ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შემთვევებთან დაკავშირებით თუ რა ღონისძიებები გატარდება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.