სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის ოჯახი მათი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 000 ლარს გადასცემს. ფილფანების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და ყველა შესაძლო ვერსიაზე მსჯელობენ, საქმეში ინფორმაციის ნაკლებობაა.
შეგახსენებთ, ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. მოზარდი ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც იძებნება. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.