სვანეთში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - Palitra News

სვანეთში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

2020-10-14 12:07:39+04:00

სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციიტ ადგილზე ღია კერები აღარ შეინიშნება, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა, რომელთა ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.