სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ლატალის მიმდებარე ტყეში მონიტირინგის მიზნით მეხანძრე-მაშველების 30- კაციანი ჯგუფი რჩება.ხანძრის კერებთან სულ 125 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.