თუკი იძულების ან ზეწოლის კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი და ამის დამადასტურებელი ვიდეოც არსებობს, შესაბამისმა ორგანოებმა ამ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყონ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა. ის გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სვანეთში ტანსაცმლის გარეშე გადაღებული ფოტოს გამო, ახალგაზრდა მამაკაცი ბოდიშს იხდის.
როგორც სახალხო დამცველმა განმარტა, აღნიშნული ვიდეო მას არ უნახავს. ჟურნალისტების შეკითხვას, საჭიროა თუ არა ამ ადამიანმა მიმართოს შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების თხოვნით, უჩა ნანუაშვილის თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც კი კონკრეტული დანაშაულის შესახებ, არის საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს.
ასევე იხილეთ:
ბიჭი, რომელმაც სვანეთის ფონზე შიშველი ფოტო გადაიღო, პირველ კომენტარს აკეთებს