სვანეთი სტიქიის შემდეგ - მესტიის სოფლებში აღდგენითი სამუშაოებისთვის ემზადებიან. მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც უხვმა ნალექმა სასოფლო გზები და ხიდები დააზიანა, ამ დროისთვის სტაბილური მდგომარეობაა. დაზიანებულია 5 ხიდი, ასევე მოსახლეობის კერძო ტერიტორიები. გადაუღებელმა წვიმამ პრობლემა შეუქმნა ელექტროხაზების ბოძებსაც, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებში უკვე აღადგინეს. აღდგენითი სამუშაოები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში შაბათს დილიდან განახლდება. სალიკვიდაციო სამუშაოებზე შექმნილია საგანგებო შტაბიც.