"სვანეთი ჰიდრომ" რომელიც მესტიაჭალა ჰესს აშენებს, მესტიის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად ბიბლიოთეკა საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებაზე წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე მოსწავლეებს მწერალი დათო ტურაშვილი ესაუბრა.მესტიაში თანამედროვე ბიბლიოთეკის მოწყობისთვის კომპანია სვანეთი ჰიდრომ 50 000 ლარზე მეტი გამოყო. სარემონტო სამუშაოების გარდა, ბიბლიოთეკა ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა, წიგნადი ფონდი სრულად განახლდა, ადაპტირდა ელექტრონული კატალოგი და ბიბლიოთეკარი გადამზადდა.