თბილისის მერიის შენობის წინ აქცია გამართეს სუვენირებით გარემოვაჭრეებმა და დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან ითხოვეს, კვლავ მიეცეთ სუვენირებით გაყიდვის უფლება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, რამდენიმე დღეა მათ რიყეზე სუვენირების გაყიდვის უფლებას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები აღარ აძლევენ. ისინი გარემოვაჭრეებისგან ტერიტორიის დატოვებას ითხოვენ. გარემოვაჭრეებს მხარს "დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი უჭერს.