სუს-ში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი ფიგურირებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზაზა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა განუცხადა, ხასაიას ქრთამის აღების საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი დაკავება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მოხდა.ზაზა ხასაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 სექტემბერს დააკავეს.