სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს თითქოსდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში აუქციონის გზით დაბალ ფასში, კონკურენციის გარეშე 815 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარი. თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოქალაქეს წინასწარ 5 000 აშშ დოლარი გამოართვეს, რა დროსაც ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.