სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ რ. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს თითქოსდა საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარის გადახდა.