სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 7 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული პირები მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს. საუბარია ქუჩის რეაბილიტაციაზე, რომლის ღირებულება 44 849 ლარს სეადგენდა. კონტრაქტორმა კომპანიამ მხოლოდ 29 ათას ლარის სამუსაოები შეასრულა მიუხედავად ამისა მუნიციპალიტეტის მოხეელბმა ყალბი დასკვნა შეადგინეს და სამუშაო ჩაიბარეს.