"ვიტ-ჯორჯიას" ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით, სუს-ი ინფორმაციის გავრცელებას დღეს გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელებს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა ედება ბრალად. სუს-ში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რომელ თამაშებთან დაკავშირებით არსებობს ფაქტები, რომ ისინი გარიგებულია.სუს-მა გარიგებული მატჩების გამო, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას lelo.ge ავრცელებს.
ფეხბურთელების დაკავება ბათუმის "დინამოსთან" თამშის შემდეგ გასახდელში მოხდა."რამდენიმე შეხვედრა შავ სიაში იყო შეტანილი და სწორედ მათი შესწავლის შემდეგ მოხვდნენ ფეხბურთელები შსს-ს ყურადღების ცენტრში. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები დააკავეს და რომელი მატჩის მიზეზით, ამის შესახებ ჯერ საჯაროდ ცნობილი არ არის", - წერს lelo.ge.