სუს-მა ფარულად ჩაწერა ნინოწმინდის მერიის თანამშრომელი, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა - Palitra News

სუს-მა ფარულად ჩაწერა ნინოწმინდის მერიის თანამშრომელი, რომელიც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

2020-01-18 11:41:25+04:00

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ. ნ-მ საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3 000 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნტქით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.