სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. "პალიტრანიუსს" აღნიშნული ინფორმაცია თავად გოგაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც პარტიიდან წასვლის მიზეზების შესახებ ისაუბრეს.
გოგაშვილის თქმით, ივანიშვილი გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა.
სად გააგრძელებს საქმიანობას სოსო გოგაშვილი და უკავშირდება თუ არა მისი გეგმები პოლიტიკას, აღნიშნულთან დაკავშირებით ის ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მომავალში ისაუბრებს.
შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი "ქართულ ოცნებაში" მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.