სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით აფხაზეთის დეფაქტო ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ბჟანიას ინიციატივა საინტერესოა თუკი ეს ინიციატივები ჟენევის ფორმატში იქნება დასმული და დაიწყება მსჯელობა ინტენსიურ რეჟიმში.
რაც შეეხება დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას, როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრული ანალიზი წარადგინა.
შეგახსენებთ დღეს პარლამენტში დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა.