სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც „პალიტრანიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა.