სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს.
სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილმა და დურსუნ ჰასანოვმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.